ნიუ იორკში იმიგრანტების მხარდასაჭერი აქცია შეტაკებითა და დაკავებებით დასრულდა

07:23, 12.01.2018

ნიუ იორკში იმიგრანტების მხარდამჭერი აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

აქტივისტებმა სასწრაფო დახმარების მანქანისთვის გზის გადაკეტვა სცადეს, რადგან მიიჩნიეს, რომ მანქანით იმიგრანტების უფლებადამცველი რავი რაგბირი გადაჰყავდათ.

ნიუ იორკის მიგრანტთა თავშესაფრების კოალიციის დირექტორი რაგბირი თავადაც მიგრანტია ტრინიდადიდან. ის რაგულარულად ფიქსირდება აშშ-ის იმიგრაციის სამსახურში მანჰეტენზე. ბოლო ვიზიტის დროს კი, როგორც კოალიციის წევრები აცხადებენ, ის დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სასწრაფო დახმარების მანქანისთვის გზის ბლოკირების მცდელობისას 18 დემონსტრანტი დააკავეს, მათ შორის, ქალაქის საბჭოს ორი წევრი.

მსგავსი