ნიუ იორკში გასულ დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით 758 ადამიანი გარდაიცვალა
ნიუ იორკში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 758 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა დღესთან შედარებით, 25 შემთხვევით ნაკლებია. სულ კი ნიუ იორკის შტატის მასშტაბით, გარდაცვლილთა რიცხვი 9385-ს შეადგენს.
მთლიანად აშშ-ში კი ვირუსით გარდაცვლილთა ოდენობამ 20 600-ს გადააჭარბა. ინფიცირებულია 530 000-ზე მეტი ადამიანი.
ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა 50-ვე შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც აშშ-ის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
აშშ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.