ნიუ-იორკში ავტობუსი, რომელშიც სკოლის მოსწავლეები ისხდნენ, ესტაკადას შეეჯახა
ნიუ-იორკში ავტობუსი, რომელშიც სკოლის მოსწავლეები ისხდნენ, ესტაკადას შეეჯახა

ნიუ-იორკში ავტობუსი, რომელშიც სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ, ესტაკადას შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40-მდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას  ტელეკომპანია ABC News-ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაშავებულთაგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა.

ინციდენტი ლონგ-აილენდზე მოხდა, როდესაც სკოლის მოსწავლეები საგაზაფხულო არადადეგებიდან ბრუნდებოდნენ.

შეჯახების შედეგად დაზიანდა ავტობუსის სახურავი.