ნიუ იორკში ახალი წლის ღამეს უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იქნება
ნიუ იორკში ახალი წლის ღამეს უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იქნება

ნიუ იორკში ახალი წლის ღამეს უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იქნება. თაიმს სქუერზე მილიონზე მეტ ადამიანს ელოდებიან.

ქუჩებში შეიარაღებული სამართალდამცველები ძაღლებთან ერთად პატრულირებენ. თაიმს სქუერზე დამატებითი საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

00:00 საათზე ადგილობრივები და ტურისტები ტრადიციულად ახალი წლის დადგომამდე წამებს დაითვლიან და ბროლის ბურთის დაშვებას დაელოდებიან.

წელს ბროლის ბურთი 32 ათასი ნათურითაა გაფორმებული.

ნიუ იორკში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების საპატიო სტუმრები წელს საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები იქნებიან.