ნიუ იორკში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ დახურული მეტროსადგური ახალი სახელწოდებით გაიხსნა
ნიუ იორკში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ დახურული მეტროსადგური ახალი სახელწოდებით გაიხსნა

ნიუ იორკში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ დახურული მეტროსადგური გაიხსნა. Cortlandt Street-ის სადგური,  ტერაქტების შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნანგრევებმა დაფარა. მანჰეტენის ჩრდილოეთით მდებარე სადგური 17 წელი დახურული იყო.

მეტროსადგური ახალი სახელწოდებით – World Trade Center იმუშავებს. როგორც გახსნის ცერემონიალზე ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელმძღვანელმა განაცხადა, მსოფლიო სავაჭრო ცენტრთან მეტროსადგურის ამუშავებას ქალაქის მცხოვრებლებისთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ახალი სადგურის ამუშავება ქალაქის ბიუჯეტს 181,8 მილიონი დოლარი დაუჯდა. სადგურს აქვს უახლესი სავენტილაციო სისტემა, რომელიც პლატფორმას აგრილებს. რამდენიმე კოლონის მოხსნის შედეგად, სადგური უფრო მეტ მგზავრს იტევს.

სადგურის კედლები გაფორმებულია თეთრი მარმარილოს მოზაიკით, რომელზეც ამოტვიფრულია ციტატები დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან.

2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ იორკში მომხდარი ტერაქტების  დროს დაახლოებით  სამი ათასი ადამიანი დაიღუპა და ხუთი ათასი დაშავდა.