ნიუ იორკის ყველა უბანში იგეგმება, თითო ქუჩას ეწოდოს - „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“
ნიუ იორკის მერის, ბილ დე ბლასიოს გადაწყვეტილებით, ქალაქის ყველა უბანში თითო ქუჩას ეწოდება დასახელება – „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„ქუჩის სახელიდან გამომდინარე, ნათელი იქნება, რომ შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია. ეს არის გზავნილი, რომელიც ჩვენმა ქალაქმა და ერმა ძალიან ღრმად უნდა შეიგრძნოს“, – განაცხადა ბილ დე ბლასიომ.
უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი ასეთი ქუჩა ქალაქის მერიასთან იქნება, ხოლო სხვა ქუჩებზე გადაწყვეტილებას ქალაქის ლიდერები და აქტივისტები ერთად მიიღებენ.