ნიუ-იორკის თაიმს სკვერში NBA-ს ფინალში „ნიუ-იორკ ნიქსის“ გამარჯვების აღნიშვნა არეულობაში გადაიზარდა
ნიუ იორკის თაიმს სკვერში NBA-ს ფინალში „ნიუ-იორკ ნიქსის“ გამარჯვების აღნიშვნა არეულობაში გადაიზარდა. პოლიციის ინფორმაციით, გამთენიისას გულშემატკივრებმა 17 წლის მოზარდი ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
ამასთან, მედიის ცნობით, ქალაქის ქუჩებში გამოსულმა ათასობით გულშემატკივარმა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩიდან დაბრუნებული ავტობუსების კოლონა ალყაში მოაქცია. მოქალაქეების ნაწილი ავტობუსების სახურავებზე ავიდა და სალონებში შეიჭრა, ერთ-ერთ ავტობუსს კი ცეცხლი წაუკიდეს.
შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, სამი ავტობუსი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ცნობილია სამი დაკავებულის შესახებ.
ცნობისთვის, „ნიუ-იორკ ნიქსმა“ NBA-ს ჩემპიონობა 1973 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა და ფინალში San Antonio Spurs-ი დაამარცხა.