ნიუ იორკის შტატში ახალი კორონავირუსის გამო პრაიმერი გაუქმდა. პრაიმერის ჩატარება შტატში, აპრილის ნაცვლად, 23 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა ახლა ეს თარიღიც გაუქმებულია. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც შტატის საარჩევნო ბიურო აცხადებს, მიუღებელი იქნებოდა არჩევნების ჩატარება შტატში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ჯერ კიდევ „კოვიდ-19“-ის ეპიცენტრად რჩება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი.