ნიუ იორკის სასამართლოს მოსამართლემ დონალდ ტრამპი თაღლითობაში პასუხისმგებლად სცნო
ნიუ იორკის სასამართლოს მოსამართლემ დონალდ ტრამპი თაღლითობაში პასუხისმგებლად სცნო

ნიუ იორკის სასამართლოს მოსამართლემ, არტურ ენგორონმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი შვილები თაღლითობაში პასუხისმგებლად სცნო.

როგორც მედია წერს, მოსამართლე არტურ ენგორონმა დაადგინა, რომ ტრამპი და მისი შვილები „სამართლებრივად პასუხისმგებელნი არიან ნიუ იორკის შტატის კანონის მუდმივი დარღვევისთვის“.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ ფინანსური ანგარიშები, რომლებსაც ტრამპები დაახლოებით ათი წლის განმავლობაში კრედიტორებსა და მზღვეველებს აწვდიდნენ, ყალბი იყო.

სასამართლო პროცესი 2 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

დონალდ ტრამპს გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა გასული წლის სექტემბერში უჩივლა. მან ტყუილში დაადანაშაულა ტრამპი და მისი სამი შვილი – დონალდ ტრამპ უმცროსი, ერიკ და ივანკა ტრამპები. ჯეიმსი ამტკიცებდა, რომ თაღლითობა იყო ჩადენილი საბანკო სესხებზე უკეთესი პირობების მისაღებად და ნაკლები გადასახადის გადახდის მიზნით.