ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის 512 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის 512 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ში, ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის 512 თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატები ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 86 012 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 1300-მდე ადამიანი.