ნიუ იორკის პოლიციამ რაბინის სახლზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა
ნიუ იორკის პოლიციამ რაბინის სახლზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა

ნიუ იორკის პოლიციამ რაბინის სახლზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა. „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი ჰარლემში დააკავეს, თუმცა თავდასხმის მოტივი ან თავდამსხმელის ვინაობა ჯერ არ სახელდება.

ორთოდოქს ებრაელთა საზოგადოებრივ საქმეთა საბჭოში“ აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად სხეულის დაზიანება სულ მცირე ხუთმა ადამიანმა მიიღო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დაშავებული რაბინის შვილია.

ნიუ იორკში მაჩეტეთი შეიარაღებული მამაკაცი ხანუქას ებრაული დღესასწაულის აღნიშვნისას რაბინის სახლში შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი აფრო-ამერიკელი იყო და სახეზე ნიღაბი ეკეთა. მამაკაცი თავდასხმის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სინაგოგაში ცდილობდა შეღწევას, თუმცა ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულთაგან ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.