ნიუ იორკის მერის პრაიმერიზში დემოკრატმა ერიკ ადამსმა გაიმარჯვა
ნიუ იორკის მერის პრაიმერიზში დემოკრატმა ერიკ ადამსმა გაიმარჯვა

ნიუ იორკის მერის პრაიმერიზში დემოკრატების პარტიიდან ერიკ ადამსმა გაიმარჯვა. ინფორმაციას „ფოქსნიუსი“ ავრცელებს.

პოლიციის ყოფილმა კაპიტანმა ნიუ იორკის სანიტარიის განყოფილების უფროსზე, ქეთრინ გარსიაზე ერთი პროცენტით მეტი, ანუ 8 400 ხმით მეტი აიღო. მისი არჩევის შემთხვევაში, ნიუ იორკს რიგით მეორე ფერადკანიანი მერი ეყოლება.

ერიკ ადამსმა გამარჯვების შემდეგ პირობა დადო, რომ მისი საქმიანობა დანაშაულთან ბრძოლისკენ და პოლიციის მხრიდან რასობრივი გამოხატულების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

60 წლის ადამსი ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში 1984-2006 წლებში მუშაობდა. პოლიციაში ყოფნის პერიოდში ის აქტიურად ებრძოდა რასიზმს და ხელისუფლებას სისხლის სამართლის რეფორმის გატარებისკენ მოუწოდებდა.

2013 წლიდან იგი ნიუ იორკის ბრუკლინის რაიონის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.