ნიუ იორკის მერიამ ღამის ცხოვრების მერად 47 წლის არიელ პალიცი წარადგინა
ნიუ იორკის მერიამ ღამის ცხოვრების მერად 47 წლის არიელ პალიცი წარადგინა

ნიუ იორკის მერიამ ღამის ცხოვრების მერად 47 წლის არიელ პალიცი წარადგინა.

არიელ პალიცის განმარტებით, აპირებს გაცნობითი ხასიათის ტური მოაწყოს, შეხვდეს ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რომელთაც ღამის საათებში ხმაური და არაფხიზელი პირების მიერ, დაბინძურებული ქუჩები აწუხებთ. ისევე როგორც ის გეგმავს მოუსმინოს ღამის კლუბების მფლობელებსა და ღამის ცხოვრების მოყვარულთ. “ორივე მხარეს უსამართლობის განცდა აქვს. ამ დრომდე რეალური , პრაქტიკული გადაწყვეტილება არავის მიუღია”.

სექტემბერში ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ ღამის ცხოვრების დეპარტამენტის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა. უწყებამ სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად, უნდა დაარეგულიროს ურთიერთობები ღამის ქალაქის ცხოვრებასა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის.

არიელ პალიცის თქმით, ის კარგად იცნობს ღამის ცხოვრებას. 20 წლის ასაკში ის ერთ-ერთ ღამის კლუბში მუშაობდა, სადაც ის სტუმრების მიღებას ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით კი მან ერთ-ერთ ბარში განახორციელა ინვესტირება და 10 წლის განმავლობაში ამუშავებდა მას, ვიდრე დაიხურებოდა.

ღამის ცხოვრების მერს 300 ათასი დოლარის ოდენობით ბიუჯეტი და 12 ადამიანისგან შემდგარი მრჩეველთა საბჭო ჰყავს. მისი წლიური ხელფასი კი 130 ათას დოლარს შეადგენს.