ნიუ იორკის მერი აცხადებს, რომ ქალაქში სამედიცინო ნიღბების, ხელთათმანებისა და ხალათების მარაგი ორ-სამ კვირაში ამოიწურება
ნიუ იორკის მერი აცხადებს, რომ ქალაქში სამედიცინო ნიღბების, ხელთათმანებისა და ხალათების მარაგი ორ-სამ კვირაში ამოიწურება

ნიუ იორკის მერის, ბილ დე ბლაზიოს განცხადებით, მეგაპოლისი სამედიცინო ნიღბების, ხელთათმანებისა და ხალათების მარაგს ორ-სამ კვირაში ამოწურავს.

ბილ დე ბლაზიოს თქმით, ქალაქს სულ მცირე სამი მილიონი ერთეული #95 ნიღაბი, 50 მილიონი ქირურგიული ნიღაბი, 15 000 ხელოვნური სუნთქვის აპარატი და დამცავი აღჭურვილობები, მათ შორის ქირურგიული ხალათები, სტერილური ხელთათმანები და ნიღბები სჭირდება, თითოეული 25 მილიონი ერთეული.

როგორც ნიუ იორკის მერი აღნიშნავს, ამ დროისთვის მარაგში მხოლოდ ის რაოდენობაა, რაც მარტის თვისთვის არის საკმარისი, აპრილიდან კი დეფიციტი ექნებათ, რის გამოც მერი ფედერალურ ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად იზრუნონ მარაგების შევსებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიუ იორკი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

ნიუ იორკში ახალი კორონავირუსით 22 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 3615 ინფიცირებული.