ნიუ იორკის, ლოს ანჯელესისა და ჩიკაგოს აეროპორტები ე.წ. შათდაუნის გამო პარასკევიდან რეისებს შეამცირებენ
ნიუ იორკის, ლოს ანჯელესისა და ჩიკაგოს აეროპორტები იმ საჰაერო ჰაბებს შორისაა, რომლებიც ე.წ. შათდაუნის გამო პარასკევიდან რეისებს შეამცირებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
აშშ-шს ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის ცნობით, რეისების შეფერხება ასევე შეეხება ატლანტის, ბოსტონის, ვაშინგტონის, დენვერის, სან დიეგოსა და კალიფორნიის აეროპორტებს. საერთო ჯამშიб საუბარია 40-მდე ჰაბზე. უწყებაში მანამდე აცხადებდნენ, რომ საკვანძო აეროპორტებში ფრენებს 10%-ით შეამცირებდნენ.
როგორც აშშ-ის ავიაციის ფედერალურ ადმინისტრაციაში განმარტავენ, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია, რადგან ავიადისპეტჩერების ნაწილი გადაღლილია. მათი განმარტებით, რამდენიმე თვეა, დისპეტჩერებს ხელფასი არ მიუღიათ, რის გამოც საავიაციო მიმოსვლის კონტროლზე პასუხისმგებელი დისპეტჩერების ნაწილი ბიულეტენზეა გასული, ნაწილი კი სხვა სამსახურებში დასაქმდა.
ცნობისთვის, აშშ-ში მთავრობის მუშაობა დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის სხვადასხვა საკითხზე შეუთანხმებლობის გამო არის შეჩერებული.