ნიუ იორკის კენედის სახელობის აეროპორტი ნაწილობრივ დაიტბორა
ნიუ იორკის კენედის სახელობის აეროპორტი ნაწილობრივ დაიტბორა

ნიუ იორკის კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ნაწილობრივ დაიტბორა. ეს კიდევ უფრო ართულებს ხუთშაბათის შემდეგ უამინდობის გამო არეულ ფრენების განრიგს. ადგილობრივი მედიის ცნობით, წყალმა მეოთხე ტერმინალის იატაკი დაფარა.

ვითარება ამინდის გაუარესებამ გამოიწვია. ნიუ იორკში ტემპერატურა უჩვეულოდ დაეცა და მინუს რვა გრადუსი ცელსიუსით შეადგინა.

ტერმინალი ოთხიდან ფრენები გაუქმდა, ხოლო ის მგზავრები, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ აეროპორტში, სხვა ტერმინალებზე გადაანაწილეს.