ნიუ იორკის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადადგა
ნიუ იორკის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადადგა

ნიუ იორკის გენერალური პროკურორი ერიკ შნეიდერმანი თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი მის წინააღმდეგ შევიწროების შესახებ ოთხი ქალის მიერ წაყენებული ბრალდებებია.

თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ჟურნალმა „ნიუ იორკერმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ქალები ამბობენ, რომ შნეიდერმანი მათ სცემდა. მათგან ორთან ის ხანგრძლივ ურთიერთობაში იყო.

შნეიდერმანი ბრალდებას ასაჩივრებს. ამასთან, ის კამპანია MeToo-ს აქტიური მხარდამჭერია, რომელიც სექსუალური შევიწროების წინააღმდეგაა მიმართული.

„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებები გაჟღერდა, რასაც მე მკაცრად უარვყოფ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდებები ჩემი საქმიანობის შესახებ არ არის, მაინც ხელს შემიშლის ეფექტურად ვმართო ჩემი ოფისი ამ კრიტიკული დროის განმავლობაში“, – განაცხადა ერიკ შნეიდერმანმა.