„ნიუ იორკ თაიმსი“ – უკრაინელებმა კრეისერ „მოსკოვის“ კოორდინატები ამერიკელებისგან შეიტყვეს და ხომალდზე დარტყმა მათთან შეთანხმების გარეშე მიიტანეს, რის გამოც ბაიდენის ადმინისტრაცია განრისხებული იყო

12:03, 31.03.2025

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, უკრაინელ და ამერიკელ სამხედროებს შორის უთანხმოება იყო, მათ შორის, რუსული კრეისერის, „მოსკოვის“ ჩაძირვის ოპერაციის გარშემო, ასევე უკრაინელი სამხედროების მიერ კურსკში შეჭრის თაობაზე.

„ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიის თანახმად, უკრაინელებმა კრეისერ „მოსკოვის“ კოორდინატები ამერიკელებისგან შეიტყვეს და ხომალდზე დარტყმა ამერიკელებთან შეთანხმების გარეშე მიიტანეს. ამის გამო, როგორც გამოცემა წერს, ბაიდენის ადმინისტრაცია განრისხებული იყო, რადგანაც ვაშინგტონი არ გეგმავდა კრეისერ „მოსკოვზე“ დარტყმის ნებართვის გაცემას.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ დაჟინებით ითხოვდა, რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელების ოპერაცია ამერიკული ტექნიკისა და სადაზვევრო მონაცემების გარეშე ჩატარებულიყო, თუმცა ამ ოპერაციის დაწყების შემდეგ აშშ მაინც დაეხმარა უკრაინას „ჰაიმარსების“ დარტყმებით. სტატიის მიხედვით, ვაშინგტონში შიშობდნენ, რომ საცეცხლე მხარდაჭერის გარეშე უკრაინელი სამხედროები დიდ დანაკარგს ნახავდნენ.

მსგავსი