„ნიუ იორკ თაიმსი“ - უკრაინაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლები მუშაობენ, იარაღის მიწოდებაში კი ქვეყანას ნატო-ს ქვეყნების სპეცრაზმები ეხმარებიან
„ნიუ იორკ თაიმსი“ - უკრაინაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლები მუშაობენ, იარაღის მიწოდებაში კი ქვეყანას ნატო-ს ქვეყნების სპეცრაზმები ეხმარებიან

უკრაინაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლები მუშაობენ, იარაღის მიწოდებაში კი ქვეყანას ნატო-ს ქვეყნების სპეცრაზმები ეხმარებიან – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კიევში მყოფი აშშ-ის სპეცსამსახურის თანამშრომლები აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციას პირდაპირ გადასცემენ უკრაინელებს.

„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ უკრაინაში იმყოფებიან ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადისა და ლიეტუვის სპეცრაზმები, რომლებიც უკრაინის არმიის სამხედროებს წვრთნებს უტარებენ, აძლევენ რჩევებს და ეხმარებიან დასავლური იარაღის მიწოდებაში.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ვეტერანმა და პენტაგონის სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, დუგლას უაიზმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალები „საჭიროებს ექსპერტიზას რეგულარული არმიის წინააღმდეგ კონვექციურ სახმელეთო სამხედრო ტაქტიკაში, და არა პარტიზანული ომის ექსპერტები, როგორც ეს იყო ავღანეთში“.