„ნიუ იორკ თაიმსი“ - სპარსეთის ყურეში ვითარების გამწვავება ირანულ კატარღებზე დაზვერვის მიერ მოპოვებულმა ფოტოებმა გამოიწვია
სპარსეთის ყურეში ვითარების გამწვავების მიზეზი რაკეტებით აღჭურვილ ირანულ კატარღებზე დაზვერვის მიერ მოპოვებული ფოტოები გახდა – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ ირანი ამერიკის ძალებზე თავდასხმისთვის მოემზადა. დაზვერვის ინფორმაცია ბაღდადში აშშ-ის საელჩოდან და ერბილში აშშ-ის საკონსულოდან თანამშრომლების ნაწილის გაყვანის მიზეზი გახდა. „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიის მიხედვით, დაზვერვის მასალამ თეთრ სახლსა და ტრამპის ადმინისტრაციაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია და ზოგიერთი თანამშრომელი ფიქრობს, რომ ირანის ქმედება შესაძლოა თავდაცვითი ხასიათის იყოს.
აშშ-მა სპარსეთის ყურეში ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ და დამრტყმელი ჯგუფი გაგზავნა.