„ნიუ-იორკ თაიმსი“ - ლეონარდო და ვინჩის „სამყაროს მხსნელი“ დაიკარგა
„ნიუ-იორკ თაიმსი“ - ლეონარდო და ვინჩის „სამყაროს მხსნელი“ დაიკარგა

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ლეონარდო და ვინჩის ნახატს, რომელიც 450 მილიონ დოლარადაა შეფასებული, უკვე რამდენიმე თვეა, ვერ პოულობენ. საუბარია ტილოზე „სამყაროს მხსნელი“, რომელიც „ქრისტის“ აუქციონზე 2017 წელს გაიყიდა. ამის შემდეგ ერთ თვეში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მდებარე ლუვრის ფილიალში განაცხადეს, რომ ნახატს უახლოეს ხანში გამოფენაზე გაიტანენ.

2018 წლის სექტემბერში განაცხადეს, რომ გამოფენა გადაიდო. ახლა არაბეთის გაერთიანებულ სამეფოში მდებარე ლუვრის ფილიალში ამბობენ, რომ არ იციან, სად არის და ვინჩის ნახატი. ტილოს ვერც პარიზის ლუვრში პოულობენ. ამასთან, საფრანგეთში იმედი აქვთ, რომ ნახატს წელს სექტემბერში დაგეგმილ გამოფენაზე აჩვენებენ, რომელიც და ვინჩის გარდაცვალების 500 წლის თარიღს ემთხვევა.

ერთ-ერთი ვერსიით, ტილო სავარაუდოდ, მის მფლობელს საუდის არაბეთის პრინც ბადერ ბინ აბდელ ბინ მუჰამედ ბიბ ფარხან ალ-საუდს აქვს და მის გამოფენებზე გატანაზე უარს ამბობს. ამასთან საუდის არაბეთის საელჩოში „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციაზე კომენტარისგან თავი შეიკავეს.