„ნიუ იორკ თაიმსი“ ირანში ჩამოგდებული „ეფ 15“-ის ეკიპაჟის წევრის გადარჩენის ოპერაციის დეტალებს ავრცელებს
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ორი სატრანსპორტო სამხედრო თვითმფრინავი, რომლებითაც ირანში გადარჩენილი მფრინავი და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები გადაჰყავდათ, ქვეყნის შიგნით შეფერხდა და მათი აფეთქება გახდა საჭირო, რომ საჰაერო ხომალდები ირანელებს არ ჩავარდნოდათ ხელში.
შემდეგ აშშ-მა სამი ახალი თვითმფრინავი გააგზავნა ირანში, რათა „ეფ-15“-ის ეკიპაჟის წევრი და სხვა სამხედროები გამოეყვანათ.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ირანში ჩატარებულ სამაშველო ოპერაციაში სპეციალური ოპერაციების ასობით ჯარისკაცი მონაწილეობდა.
გამოცემა ასევე წერს, რომ გადარჩენილი სამხედრო შეიარაღების ოფიცერია. ის მკურნალობის მიზნით ქუვეითში გადაიყვანეს.