„ნიუ იორკ თაიმსი“ – გერმანიაში უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული „აბრამსის“ ტიპის ტანკებზე მომზადება დაიწყეს
epa09898065 The army unveiled its new Abrams M1A2 Systems Enhanced Package version three tank in Fort Stewart, Georgia, USA, 19 April 2022. The tank rectifies many of the space, weight, and power issues from previous versions of the Abrams tank, and has improved survivability, and integrated counter-improvised explosive device protection. EPA-EFE/STEPHEN B. MORTON
გერმანიაში უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული „აბრამსის“ ტიპის ტანკებზე მომზადება დაიწყეს. ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ პენტაგონის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წვრთნებში სულ 400 უკრაინელი ჯარისკაცი და 31 ტანკი მონაწილეობს. სწავლება ითვალისწინებს ტანკის ტარების სწავლას, მანევრირებას და ტექნიკურ მომსახურებას.
როგორც ამერიკული გამოცემა წერს, სწავლება 10-დან 12 კვირამდე გაგრძელდება, ხოლო „აბრამსის“ ტანკები უკრაინის საბრძოლო ველებზე შეიძლება შემოდგომისთვის გამოჩნდეს.
აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადებით, M1A1 „აბრამსის“ ტიპის ტანკების კიდევ ერთი პარტია უკრაინას შემოდგომისთვის მიეწოდება.