„ნიუ იორკ თაიმსი“ - დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნის გამო, ადამ კინზინგერს ოჯახის რამდენიმე წევრმა გვარის შემარცხვენელი უწოდა
„ნიუ იორკ თაიმსი“ - დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნის გამო, ადამ კინზინგერს ოჯახის რამდენიმე წევრმა გვარის შემარცხვენელი უწოდა

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა ჟურნალისტებთან აღიარა, რომ ოჯახის რამდენიმე წევრი მას დონალდ ტრამპთან დაკავშირებული პოზიციის გამო განუდგა.

კონგრესმენმა „ნიუ ორკ თაიმსს“ განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც 6 იანვარს კონგრესზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, როდესაც კონგრესმენმა ტრამპის იმპიჩმენტი მოითხოვა, ოჯახის 11-მა წევრმა მასხელნაწერი ორგვერდიანი წერილი მისწერა.

მისი თქმით, წერილი ასე იწყებოდა: „როგორი იმედგაცრუება ხარ ჩვენთვის და ღმერთისთვის“.

წერილის ავტორები კინზინგერს „ეშმაკის არმიასთან მუშაობაში ადანაშაულებენ, რომლის შემადგენლობაში დემოკრატები და ყალბი მედია შედის“.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ შენ საკმარისად გონებამახვილი იყავი, რათა დაგენახა, როგორ ურეცხავენ მემარცხენეები ტვინს ბევრ ე.წ. კარგ ხალხს, მათ შორის შენ და სხვა რესპუბლიკელებს. შენ მათ  სოციალისტურ იდეალებამდე დაეცი. ძალიან, ძალიან სამწუხაროა. ახლა ძალიან გვრცხვენია, რომ შენთან დაკავშირებულები ვართ. შენ კინზინგერების გვარი შეარცხვინე“, – ნათქვამია წერილში.

თავად ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ ოჯახის ის წევრები, რომლებმაც მას წერილი მისწერეს, კონსერვატიული ეკლესიების მხრიდან ტვინის გამორეცხვის მსხვერპლნი არიან.

„არაფერი მაქვს მათი საწინააღმდეგო. მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს და არ ვგრძნობ საჭიროებას, რომ ეს გამოვასწორო. ამის გამოსწორება ასი პროცენტით მათზეა დამოკიდებული და გულწრფელად რომ ვთქვა, არ მაინტერესებს, ისინი ამას გააკეთებენ, თუ არა“, – განაცხადა კონგრესმენმა.