„ნიუ იორკ თაიმსი“ - დონალდ ტრამპი კორონავირუსით ინფიცირების დროს იმაზე გაცილებით ცუდად იყო, ვიდრე საჯაროდ გავრცელებულ განცხადებებში იყო ნათქვამი
„ნიუ იორკ თაიმსი“ - დონალდ ტრამპი კორონავირუსით ინფიცირების დროს იმაზე გაცილებით ცუდად იყო, ვიდრე საჯაროდ გავრცელებულ განცხადებებში იყო ნათქვამი

დონალდ ტრამპი ოქტომბერში, კორონავირუსით დაინფიცირების დროს იმაზე გაცილებით ცუდად იყო, ვიდრე საჯაროდ გავრცელებულ განცხადებებში იყო ნათქვამი. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ „ნიუ იორკ თაიმსზე“​ დაყრდნობით ავრცელებს.

„ნიუ იორკ თაიმსი“ ინფორმაციით, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ვირუსის დროს ფილტვების სერიოზული პრობლემა ჰქონდა და ჟანგბადი სჭირდებოდა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი თავდაპირველად თეთრ სახლში იმყოფებოდა იზოლაციაში, მოგვიანებით კი სამკურნალოდ ვოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. თეთრი სახლი მაშინ ამბობდა, რომ პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობდა და მას ვირუსის მსუბუქი ფორმა ჰქონდა.