„ნიუ იორკ თაიმსი“ – აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

08:55, 03.12.2020

ამერიკული მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსით რეკორდული რაოდენობის პაციენტი გარდაიცვალა.

„ნიუ იორკ თაიმსი“ იუწყება, რომ ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ს 2 760 პაციენტი ემსხვერპლა. ეს 15 აპრილის დღიურ მაჩვენებელზე მეტია, რა დროსაც აშშ-ში კორონავირუსით 2 752 ადამიანი დაიღუპა.

გამოცემის ცნობით, ამჟამად აშშ-ის საავადმყოფოებში 100 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 13 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 273 ათასზე მეტი ადამიანი.

მსგავსი