„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმი, სავარაუდოდ, ირანის რეკონსტრუქციის დასახმარებლად ომისშემდგომი 300 მილიარდი დოლარის „საინვესტიციო ფონდის“ შექმნას ეხება
„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმი, სავარაუდოდ, ირანის რეკონსტრუქციის დასახმარებლად ომისშემდგომი 300 მილიარდი დოლარის „საინვესტიციო ფონდის“ შექმნას ეხება

აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმი, სავარაუდოდ, ირანის რეკონსტრუქციის დასახმარებლად ომისშემდგომი 300 მილიარდი დოლარის ოდენობის „საინვესტიციო ფონდის“ შექმნას ეხება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ირანსა და აშშ-ს შორის განხილული ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი ეხება ომისშემდგომ საინვესტიციო ფონდს, რომელიც მხარს დაუჭერს ირანის ომისშემდგომ რეკონსტრუქციას და ეკონომიკურ ზრდას, თუ საბოლოო შეთანხმება მიღწეული იქნება.

სტატიაში ნათქვამია, რომ ორმა დიპლომატმა, რომლებმაც უახლესი პროექტის შესახებ ინფორმაცია მიიღეს, მას „საერთაშორისო „საინვესტიციო ფონდი“ უწოდეს. მის განხორციელებას შეერთებული შტატები საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შეუწყობს ხელს“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ წინადადება, როგორც ჩანს, ასახავს ადრე წამოყენებულ იდეას აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მიერ, რომლებიც უძრავი ქონების ინვესტორები არიან.

გამოცემის თანახმად, ირანის ოფიციალური პირების განცხადებით, მოლაპარაკებების დროს მათ შესთავაზეს ამერიკულ კომპანიებს, მათ შორის ნავთობისა და ენერგეტიკის მსხვილ კორპორაციებს, რომ ირანთან ინვესტიციებისა და ერთობლივი საწარმოების გარიგებების დადება შეეძლოთ.