„ნიუ იორკ თაიმსი“ აქვეყნებს გამოკითხვის შედეგებს, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს ხუთ მერყევ შტატში უსწრებს
Times/Siena-ს გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ხუთ მერყევ შტატში უსწრებს. გამოკითხვის შედეგების შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
შედეგები აჩვენებს, რომ ბაიდენი ტრამპს ჩამორჩება არიზონაში, ჯორჯიაში, მიჩიგანში, ნევადასა და პენსილვანიაში. ბაიდენი მხოლოდ ვისკონსინში უსწრებს ტრამპს.
„როგორც ამომრჩევლები აცხადებენ, ბაიდენის ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკისა და იმიგრაციის საკითხები ხარვეზებს ავლენს“, – წერს გამოცემა.