ნიქაბით და ბურკით სიარულის შეზღუდვასთან დაკავშირებით ემზარ კვიციანის ინიციატივა კომიტეტში ჩავარდა
ნიქაბით და ბურკით სიარულის შეზღუდვასთან დაკავშირებით ემზარ კვიციანის ინიციატივა კომიტეტში ჩავარდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ჩავარდა. დეპუტატებმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ემზარ კვიციანის მიერ მომზადებულ ცვლილებებს  მხარი არ დაუჭირეს, რომლის მიხედვით, სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განუცხადა, ბევრი საკითხი დაგროვდა, რაც რელიგიურ კონფესიებს აწუხებთ. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც 21 იანვარს შეიკრიბება და რელიგიის საკითხებზე იმსჯელებს. სოფო კილაძე არ გამორიცხავს, რომ რელიგიის კანონიც იყოს მიღებული.

რაც შეეხება კვიციანის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, კილაძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სამუშაო ჯგუფში გაიმართება.

დატოვე კომენტარი