ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ.

როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელი და სალიცენზიო კომისიის წარმომადგენელმა ტარიელ კაშიამ განუცხადა, ჯანდაცვის სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ბავშვთა პანსიონში სალიცენზიო პირობებს სწავლობს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება რაიმე სახის დარღვევა, სააგენტო შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

„ჩვენ უნდა შევისწავლოთ 66-ე დადგენილების მიხედვით სააღმზრდელო დაწესებულების სალიცენზიო პირობები. ჩვენი კომპეტენცია არ არის მაინცდამაინც ძალადობის ფაქტები. ჩვენ ვამოწმებთ წელიწადში ერთხელ, სალიცენზიო პირობების შემოწმების უფლება კანონით გვაქვს მინიჭებული. თუკი გამოჩნდება რაიმე მითითება ან ინფორმაცია, რომ დაწესებულებაში შესაძლოა, დაირღვეს სალიცენზიო პირობები, ჩვენ ვახდენთ შესაბამის რეაგირებას“, – განაცხადა ტარიელ კაშიამ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.