ნინო წილოსანი - რადიკალური ოპოზიცია სრულიად განულებულ ძალას წარმოადგენს, ქართველი ხალხის ნაცვლად, გარე ძალებს ხვდებიან, ოპოზიციაში დაპირისპირება აშკარაა და უფრო გამძაფრდება
ნინო წილოსანი - რადიკალური ოპოზიცია სრულიად განულებულ ძალას წარმოადგენს, ქართველი ხალხის ნაცვლად, გარე ძალებს ხვდებიან, ოპოზიციაში დაპირისპირება აშკარაა და უფრო გამძაფრდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიცია სრულად განულებულია და ოპოზიციას შორის დაპირისპირება მძაფრდება.

წილოსანის თქმით, ოპოზიცია ქართველ ხალხთან არ მართავს შეხვედრებს და გარე ძალებს ხვდება.

„რადიკალები სრულიად განულებულ ძალას წარმოადგენენ. ქართველი ხალხის ნაცვლად, გარე ძალებს ხვდებიან. ადამიანებთან შეხვედრების ნაცვლად, სადღაც ოთახებში იკეტებიან და იქ აწყობენ დახურულ შეხვედრებს, რომლებსაც ღიას უწოდებენ, მაგრამ რეალურად არანაირი ღიაობა არ არის. თავისივე ბელადის მომხრეები არ შეუშვეს. ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს სკანდირებდნენ. მათ შორის დაპირისპირება აშკარაა და კიდევ უფრო გამძაფრდება. რადიკალების წარუმატებლობის პროცესი გრძელდება, ამიტომ უფრო მეტი დაპირისპირება წინაა. ამომრჩეველი ჰიტლერსაც ჰყავდა, ეს არაფერს ნიშნავს. ანტიკონსტიტუციურ „ნაცმოძრაობას“ რომ ამომრჩეველი ჰყავს, ნეგატიური მოვლენაა, მაგრამ ეს ვერ იქნება განმაპირობებელი, რომ მათ ანტიკონსტიტუციურობაზე სარჩელი არ შევიტანოთ და დაკმაყოფილების იმედი არ გვქონდეს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.