ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა
ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა

ნინო წილოსანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. კენჭისყრისას ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე მის დანიშვნას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად არჩევის შემდეგ გათავისუფლდა. ჩიქოვანი ვიცე-სპიკერად 2023 წლის 16 ნოემბერს დაამტკიცეს.

„ვულოცავთ ქალბატონ ნინოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევას. ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას ამ პოზიციაზე, მის არჩევასთან ერთად ავტომატურად უფლებამოსილება უწყდება მას, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს და შესვენების შემდეგ ამ საკითხზეც გვექნება კენჭისყრა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.