ნინო წილოსანი - ექსტრემისტი ოპოზიცია არც ერთ შემთხვევაში არ აპირებდა პარლამენტში შემოსვლას, რადგან არჩევნების შედეგი მათი სასოწარკვეთილების წინაპირობა იყო
ნინო წილოსანი - ექსტრემისტი ოპოზიცია არც ერთ შემთხვევაში არ აპირებდა პარლამენტში შემოსვლას, რადგან არჩევნების შედეგი მათი სასოწარკვეთილების წინაპირობა იყო

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, ნათელია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებდა. მისივე თქმით, ოპოზიციისთვის რთულად აღსაქმელი იყო, რომ „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მესამე ვადით მოვიდა და მოსახლეობამ ნდობა გამოუცხადა.

ამასთან, როგორც წილოსანი ამბობს, თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს სურდათ, პრობლემებზე ესაუბრათ, ამისთვის საუკეთესო ადგილი პარლამენტი იყო.

„ძალიან ნათლად ჩანს, რომ ექსტრემისტი ოპოზიცია არც ერთ შემთხვევაში არ აპირებდა პარლამენტში შემოსვლას, რადგან ის შედეგი, რომელიც არჩევნებში მიიღეს, გარკვეულწილად, მათი სასოწარკვეთილების წინაპირობა იყო.

ის, რომ „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მესამე ვადით მოვიდა და მოსახლეობამ ნდობა გამოუცხადა, ეს იყო მათთვის დიდი დარტყმა. ყველა ის დეტალი, რომელზეც ისინი საუბრობენ, არის მხოლოდ შეცდომაში შესაყვანად. თუ მათ პრობლემებზე საუბარი სურდათ, საუკეთესო ტრიბუნა პარლამენტი იყო. ბევრ კეკლუცობას ტელეეკრანებთან, ვეპატიჟებით პარლამენტში“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.