ნინო წილოსანი - ოპოზიცია თუ არ დაეთანხმება რეალისტურ პირობებს, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ეს იქნება მათი არჩევანი და პოლიტიკური თვითმკვლელობა
ნინო წილოსანი - ოპოზიცია თუ არ დაეთანხმება რეალისტურ პირობებს, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ეს იქნება მათი არჩევანი და პოლიტიკური თვითმკვლელობა

ოპოზიცია თუ არ დაეთანხმება იმ რეალისტურ პირობებს, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ეს იქნება მათი არჩევანი და ეს იქნება პოლიტიკური თვითმკვლელობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ტერმინი ერთპარტიული არჩევნები არის არასწორი და ეს არის შემოღებული დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან.

„ერთპარტიული არ იქნება პარლამენტი, რადგან პარლამენტში მოხდა ცხრა სუბიექტი, თუმცა ეს მათი არჩევანია რამდენად დააკმაყოფილებენ ამომრჩევლის სურვილს, რომ იყვნენ და მუშაობდნენ საჭირბოროტო საკითხებზე პარლამენტში. ვალდებული ვართ, შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ ბიუჯეტზე, პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იცით, რომ ვადა გასდის ჩვენ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც მთავრობას ენიჭება უფლება-მოსილება საგანგებო სიტუაციის ფარგლებში გამოაცხადონ კონკრეტული შეზღუდვები. ჩვენ აუცილებლად გადავინაცვლებთ პარლამენტში, რათა შევასრულოთ ის დატვირთა, რაც მოგვანიჭა ჩვენმა ამომრჩეველმა. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია არ დაეთანხმება რეალისტურ პირობებს, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ეს იქნება მათი არჩევანი და ეს იქნება პოლიტიკური თვითმკვლელობა. მათი ამომრჩეველი დაინახავს, რომ ისინი არ არიან მოტივირებული, იმუშაო მოქალაქეების მნიშვნელოვან საკითხებზე. ეს რა თქმა უნდა, აისახება თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც ერთი წლის თავზე იქნება. ეს ნაბიჯი იქნება მათი პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც მე შევაფასებდი, როგორც უგუნურს. მინდა ვთქვა, რომ იმედს ვიტოვებ, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი აუცილებლად იქნება გონიერი და მამაცი, გამოვა იმ ბულინგიდან, რომელსაც ახორციელებს რამდენიმე პოლიტიკური პარტია“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.