ნინო წილოსანი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ მოვლენებში რუსეთის ინტერესებს არ გამორიცხავს
ნინო წილოსანი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ მოვლენებში რუსეთის ინტერესებს არ გამორიცხავს

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი არ გამორიცხავს, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ მოვლენებში რუსეთის ინტერესები იკვეთებოდეს.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, ჟღერდება რასისტული და რადიკალური განცხადებები სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანების მიმართ, რაც ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით რისკებს ქმნის.

ნამახვანჰესთან“ მიმართებით იმდენად აწეულია ტემპერატურა და დიდია საზოგადოების ინტერესი, რომ თითოეული ჩვენგანი ჩართული ვართ, ვგულშემატკივრობთ, რომ პროცესი რაც შეიძლება დროულად და წარმატებით დასრულდეს. წარმატებაში ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანები არიან, რომლებიც ნამდვილად გულწრფელად შიშობენ, ფრთხილობენ და გულშემატკივრობენ ამ პროექტის განხორციელებას მხოლოდ უსაფრთხოების დაცვის მიზნით. მათი მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ან გაეცეს პასუხები, რასაც მინისტრები ცდილობენ. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ საკითხებზე აუცილებელი იყოს კონსენსუსის მიღწევა. მეორე მხრივ, გარკვეულ რასისტულ განცხადებებს ვხედავთ, რომელთან მიმართებაშიც სრულიად არ გამოვრიცხავ ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს, რადგან თავად ინვესტორის და სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანების მიმართ ძალიან რადიკალური განცხადებები უბიძგებს ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით რისკებს. ამ კუთხით ვთვლი, რომ არ არის გამორიცხული, ამ ძალიან გახმაურებულ პროცესში არეული იყოს სხვადასხვა ძალიან ცუდი და მავნე ინტერესები“, – განაცხადა წილოსანმა.