ნინო წილოსანი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებდნენ, რომ დავით გარეჯი არ არის საქართველო, რითაც ხელს უშლიდნენ დავით გარეჯის საქართველოს მთლიანობაში შემოსვლას
ნინო წილოსანი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებდნენ, რომ დავით გარეჯი არ არის საქართველო, რითაც ხელს უშლიდნენ დავით გარეჯის საქართველოს მთლიანობაში შემოსვლას

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დროულად იყოს აღმოფხვრილი ის სავარაუდო რისკები, რომელიც დავით გარეჯის საქართველოს ტერიტორიად აღიარებასთან დაკავშირებით არსებობდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, დავით გარეჯი საქართველოსთვის ძალიან სენსიტიური და მტკივნეული თემაა.

„იცით, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მნიშვნელოვანი ვიზიტი აზერბაიჯანში, სადაც მათ შორის ერთ-ერთი საკითხი აღნიშნული თემა იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დროულად იყო აღმოფხვრილი ის სავარაუდო რისკები, რომელიც დავით გარეჯის საქართველოს ტერიტორიად აღიარებასთან დაკავშირებით არსებობდა. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომ ისინი ზრუნავდნენ დავით გარეჯთან დაკავშირებით, ამის კონტრსაწინააღმდეგოა ის განცხადებები, რომელსაც ისინი აკეთებდნენ თავიანთი მმართველობის დროს, ამტკიცებდნენ და ამბობდნენ, რომ დავით გარეჯი არ არის საქართველო და ამით, როგორც პოლიტიკურად, ასევე იურიდიულად უშლიდნენ ხელს იმ პროცესს რომ დავით გარეჯი საქართველოს მთლიანობაში შემოსულიყო“, – განაცხადა წილოსანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ დავით გარეჯის საკითხზე ისაუბრა.

„მზად ვიყავით, უარი გვეთქვა ზოგიერთ სტრატეგიულ სიმაღლეზე, ერთი წელი რომ ​დაგვცლოდა, გარეჯი იქნებოდა მთლიანად დაკანონებული, როგორც საქართველოს ნაწილი“, – განაცხადა სააკაშვილმა.