ნინო წილოსანი - მზად ვართ თანამშრომლობისთვის მათთან, ვისაც სურვილი აქვს, ქვეყნის ინტერესებისთვის იმუშაოს და არა გიგა ბოკერიას დაკრულზე ცეკვავს
ნინო წილოსანი - მზად ვართ თანამშრომლობისთვის მათთან, ვისაც სურვილი აქვს, ქვეყნის ინტერესებისთვის იმუშაოს და არა გიგა ბოკერიას დაკრულზე ცეკვავს

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციის ნაწილთან მუდმივი კონსულტაციების რეჟიმშია და იმედია, კონკრეტული შედეგი იქნება მიღწეული.

როგორც ჟურნალისტებს წილოსანმა განუცხადა, მმართველი გუნდი ყველა კანონიერ საშუალებას იყენებს იმისთვის, რათა პარლამენტში ოპოზიციის მუშაობას ხელი შეუწყობს.

„ჩვენთვის ეს პროცესი მნიშვნელოვანია და როგორც მეგობარ ელჩებთან ერთად, ასევე დამოუკიდებელ რეჟიმში, მზად ვართ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებით მათთან, ვისაც რეალურად სურვილი აქვთ, რომ ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის იმუშაოს და არა იმ დესტრუქციულ ნაწილთან, რომელიც ფაქტობრივად, გიგა ბოკერიას დაკრულზე ცეკვავს“, – განაცხადა წილოსანმა.