ნინო წილოსანი - ჯო უილსონი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება, მისი ყველა ბრალდება იმ „ნაცურ“ ნარატივში ჯდება, რასაც საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობილი ადამიანებისგან ვისმენთ
ჯო უილსონი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ ასოცირდება, მათ ინტერესებს ახმოვანებს და ჩვენს ქვეყანას აზიანებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკელი ამომრჩევლის მიერ არჩეული კონგრესმენი თავის სამუშაო დროს საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და საკმაოდ მავნებლურ მოქმედებებს უთმობს.
„ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს ალბათ გაუკვირდება ის აქტიურობა, რასაც ჯო უილსონი საქართველოსთან მიმართებაში იჩენს. ფაქტობრივად, ამერიკელი ამომრჩევლის მიერ არჩეული კონგრესმენი თავის სამუშაო დროს სრულად საქართველოს უთმობს და, რაც მთავარია, საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და საკმაოდ მავნებლურ მოქმედებებს. ჯო უილსონის განცხადებები სრულ ჰარმონიაშია იმ ფოტოსთან, სადაც ის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად პოზირებს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, ჯო უილსონის ყველა ბრალდება სრულად ჯდება იმ „ნაცურ“ ნარატივში, რასაც საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობილი ადამიანების მხრიდან ისმის.
„ჯო უილსონის ყველა ბრალდება სრულად ჯდება იმ „ნაცურ“ ნარატივში, რასაც საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობილი ადამიანების მხრიდან ვისმენთ. „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ ეს ტყუილი ნარატივები მათი ჩარევით ხორციელდება და ჯო უილსონი მათი მოკავშირეა. ეს ადამიანები თვლიან, რომ ქართულ საზოგადოებას ამაზე რეაგირება არ ექნება, მაგრამ პირიქით. ჯო უილსონი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ ასოცირდება, მათ ინტერესებს ახმოვანებს და ჩვენს ქვეყანას აზიანებს, რაც „ნაცმოძრაობის“ რეიტინგში პირდაპირ აისახება, ასევე ქართველების მიმართ ანტიგანწყობაში“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.