ნინო წილოსანი - დეპუტატები, რომლებიც „ქართული ოცნების“ რესურსითა და რეპუტაციით მოვიდნენ პარლამენტში, უნდა გავიდნენ საპარლამენტო ცხოვრებიდან და თავიდან სცადონ, კენჭი იყარონ
ნინო წილოსანი - დეპუტატები, რომლებიც „ქართული ოცნების“ რესურსითა და რეპუტაციით მოვიდნენ პარლამენტში, უნდა გავიდნენ საპარლამენტო ცხოვრებიდან და თავიდან სცადონ, კენჭი იყარონ

დეპუტატები, რომლებიც „ქართული ოცნების“ რესურსითა და რეპუტაციით მოვიდნენ პარლამენტში და ხალხმა მათ „ქართული ოცნების“ სახით დაუჭირა მხარი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ალბათ, უნდა გავიდნენ საპარლამენტო ცხოვრებიდან, შემადგენლობიდან და თავიდან სცადონ, იყარონ კენჭი, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულმა ადამიანებმა ბედი დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების რეჟიმში უნდა სცადონ.

„გუშინ, ჩვენი ყოფილმა თანაგუნდელებმა თქვეს, რომ ახალ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებენ. თავისუფალი პოლიტიკური კარიერის დაწყება ყველას ინდივიდუალური არჩევანია, თუმცა, ვთვლი, რომ დეპუტატები, რომლებიც „ქართული ოცნების“ რესურსითა და რეპუტაციით მოვიდნენ პარლამენტში და ხალხმა მათ „ქართული ოცნების“ სახით დაუჭირა მხარი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ალბათ, უნდა გავიდნენ საპარლამენტო ცხოვრებიდან, შემადგენლობიდან და თავიდან სცადონ, იყარონ კენჭი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მოვიქცეოდი. ასეთივე რეაქცია მქონდა წინა წლებში ჩვენი გუნდიდან გასულ ადამიანებთან მიმართებაში და ვთვლი, რომ თითოეულ შემთხვევაში ჩვენი არჩევა განაპირობა დიდწილად იმან, რომ ჩვენ წარმოვადგენდით „ქართულ ოცნებას“. არ უარვყოფ, რომ თითოეულ პოლიტიკოსს ჩვენი ინდივიდუალური რეიტინგი გვაქვს, თუმცა თურმე, მათ უთქვამთ, რომ ხუთპროცენტით მეტი აიღეს პარტიულ რეიტინტნგთან შედარებით და მარტივი არითმეტიკა შეიძლება მოვიხმაროთ, იგივე ეს ხუთპროცენტი შეიძლება იყოს მხოლოდ მათი ინდივიდუალური რეიტინგი. ამაზე ასე ზეპირად ვერ ვიმსჯელებთ. ამ ყველაფერს განსაზღვრავს არჩევნები და ამომრჩეველი, ამიტომ ნამდვილად ვურჩევდი მათ, სცადონ ბედი დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების რეჟიმში, „ქართული ოცნების“ გარეშე. ჩვენ მათემატიკურ თვლებს ვაწარმოებთ მხოლოდ არჩევნების შედეგებით“, – განაცხადა წილოსანმა.