ნინო წილოსანი აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას არანაირი სამართლებრივი და ლოგიკური ახსნა არ აქვს
ნინო წილოსანი აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას არანაირი სამართლებრივი და ლოგიკური ახსნა არ აქვს

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება.

როგორც ჟურნალისტებს წილოსანმა განუცხადა, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას არანაირი სამართლებრივი და ლოგიკური ახსნა არ ამყარებს. მისი თქმით, ხმების პარალელური დათვლის შედეგების არასწორ მოცემულობას ფარდა აეხადა, რასაც ოპოზიცია ერთადერთ საფუძვლად იშველიებდა.

„ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ჩვენს პოზიციას, რომ არც რიგგარეშე და არც ვადამდელ არჩევნებზე არ ვსაუბრობთ“, – განაცხადა წილოსანმა.