ნინო წილოსანი - პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გუნდს ჯერ საბოლოო პოზიცია არ აქვს
ნინო წილოსანი - პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გუნდს ჯერ საბოლოო პოზიცია არ აქვს

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გუნდში საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მისივე თქმით, საკითხზე მსჯელობას პარლამენტი ხვალიდან დაიწყებს.

„პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გუნდში საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, გუნდს ჯერ საბოლოო პოზიცია არ აქვს. საკითხზე მსჯელობას პარლამენტი ხვალიდან დაიწყებს. თავდაპირველად მას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს და შემდეგ სესიაზე გავა. ამ თემაზე გუნდში საბოლოო შეჯერებული პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის.

ერთი მხრივ, ძალიან სამართლიანი და ლოგიკურია, რომ პოლიტიკისები, რომლებიც საკუთარ უფლებამოსილებას არ ასრულებენ და უპასუხისმგებლოდ იქცევიან, იმსახურებენ უფლებამოსილება შეუწყდეთ და პარლამენტი დატოვონ, თუმცა მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ ჯერჯერობით მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი არ ჩანიშნულა. ასევე, ხედავთ, რომ გარკვეული პოლიტიკოსები მოლაპარაკებებს ინდივიდუალურ რეჟიმში აწარმოებენ. გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი პარლამენტს შეემატებიან. გამომდინარე აქედან, აუცილებლად გასათვალისწინებელია ეს ობიექტური მოცემულობა. გიდასტურებთ, რომ ამ თემაზე გუნდში საბოლოო პოზიცია არ ჩამოყალიბებულა, თუმცა მსჯელობა არ გადაიდება, რადგან ვადები იწურება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.