ნინო ქადაგიძე - დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში, შეიძლება შემუშავდეს ნორმატიული ჩარჩო, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოზე პოლიტიკის გავლენას
ნინო ქადაგიძე - დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში, შეიძლება შემუშავდეს ნორმატიული ჩარჩო, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოზე პოლიტიკის გავლენას

დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. შეიძლება შემუშავდეს ნორმატიული ჩარჩო, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოზე პოლიტიკის გავლენას, –  ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზეც ისაუბრეს.

„დამატებით მივიჩნიეთ საჭიროდ, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნას შემუშავებული, რაზეც ბატონ ირაკლისაც ვესაუბრეთ, რომელიც, ფაქტობრივად, გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას, აგრეთვე მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბატონ ირაკლის და ვფიქრობ, მისი მხარდაჭერა, თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს სასამართლო სისტემისთვის“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.