ნინო ქადაგიძე - ჩვენი იდეა არის შევქმნათ ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო
ნინო ქადაგიძე - ჩვენი იდეა არის შევქმნათ ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძეს გაესაუბრნენ.

როგორც ქადაგიძემ გასაუბრების შემდეგ განაცხადა, ის მიმდინარე გასაუბრებით კმაყოფილია.
ქადაგიძის თქმით, სასამართლოს წინაშე მთავარი პრობლემა საქმეთა რაოდენობის ზრდაა.

„ათკაციან სიაში მოვხვდი, საბჭოდან დამიკავშირდნენ და შემოგთავაზეს ამ თანამდებობის დაკავება. გიორგი მიქაუტაძე დამიკავშირდა მეც. მე ერთი ეტაპი უკვე გავიარე უზენაეს სასამართლოში, 10 წელი ვიმსახურე და ჩემთვის დიდი მოულოდნელობა ეს არ იყო. მე გადავამოწმე რამდენად კანონიერი იყო ეს შემოთავაზება, თუმცა ყველაფერი კანონმდებლობის დაცვით იყო გაკეთებული. მეგობრული ურთიერთობა არ მაქვს არც მიხეილ ჩინჩალაძესთან და არც გიორგი მიქაუტაძესთან, მხოლოდ კოლეგიალური. თანამოაზრეები ყველგან არიან, თუ შენ იდეა არ გაქვს და არ იბრძვი ამ იდეისთვის, თუ მიზანი არ გაქვს წინ ვერ წახვალ. თუ ადამიანები რაღაც მიზნის გამო ერთიანდებიან ჩემთვის მისაღებია, ეს ყველა დონეზე იდეა უნდა არსებობდეს. ჩვენი იდეა არის შევქმნათ ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო, აბსოლუტურად ყველა მოსამართლე ამ იდეის მომხრეა. მე ვარ ამ უმრავლესობაში.”

საბჭოს წევრების კითხვებს ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს, ლაშა ქოჩიაშვილს პასუხობს.