ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, კორონავიურსით ინფიცირებული ჩვილი და კიდევ ერთი მოზარდი თბილისში ოჯახის გადაწყვეტილებით გადაიყვანეს
ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, კორონავიურსით ინფიცირებული ჩვილი და კიდევ ერთი მოზარდი თბილისში ოჯახის გადაწყვეტილებით გადაიყვანეს

ქობულეთის ოთხ სოფელში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, მასობრივი თერმოსკრინინგი გრძელდება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში შესწავლილი 3700 -ზე მეტი პირიდან 17 საყურადღებო შემთხვევა გამოვლინდა. მათ ბოლო ორი კვირის განმავლობაში რესპირატორული ჩივილები უფიქსირდებათ. 17-დან სამ მოქალაქეს სინჯები უკვე აუღეს, დანარჩენის ანალიზებს კორონავიურსზე კვლევის მიზნით დღეს აიღებენ.

ამასთან, ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით ამ დროისთვის დადასტურებულია კორონავიურსის 25 შემთხვევა. გუშინდელი ხუთი შემთხვევიდან ცხრა თვის ჩვილი დედასთან ერთად და ხუთ წლამდე ასაკის მოზარდი თბილისში გადაიყვანეს.

„ეს იყო ოჯახის, მშობლების გადაწყვეტილება, რასაც ჩვენც დავთანხმდით, რადგან ცენტრალურ დონეზე უფრო არსებობს პრაქტიკული გამოცდილება ამ შემთხვევების მართვის. ბავშვების მდგომარეობა ტრანსპორტირების დროს მსუბუქი იყო“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.