ნინო ნადირაძე - ყოველი დღე არის ჩვენი დაუსრულებელი ომი და ბრძოლა, რომ სააკაშვილს სიკვდილთან თამაში გადავაფიქრებინოთ
ნინო ნადირაძე - ყოველი დღე არის ჩვენი დაუსრულებელი ომი და ბრძოლა, რომ სააკაშვილს სიკვდილთან თამაში გადავაფიქრებინოთ

ყოველი დღე არის ჩვენი დაუსრულებელი ომი და ბრძოლა, რომ სიკვდილთან თამაში გადავაფიქრებინოთ, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისივე თქმით, არ სრულდება ის დანიშნულება, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას სჭირდება.

„როდესაც პაციენტთან პატარა გაუმჯობესება გვაქვს, ყველას გვიხარია – ჩვენც და პაციენტსაც. თითოეული შენარჩუნებული გრამიც რომ იყოს ნამატი, ამის თქმაც გვეშინია, რადგან ეს აღიქმება საშინლად მძიმედ და აღარ ვიცით, რა გაგვიხარდეს – კარგად ყოფნა თუ ცუდად ყოფნა. ისეთი დილემის წინაშე დავდექით მთელი კოლექტივი, რომ ასეთ მოცემულობასთან საქმე არასდროს გვქონია“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.