ნინო ნადირაძე - სააკაშვილისთვის რეანიმაციაში გადაყვანაზე უარი არ გვითქვამს, მზად ვართ ყველაფრისთვის, მაგრამ როდესაც ავუხსენით, რომ რეანიმაციაში ვერ შევა ადვოკატი, მნახველი, უცებ გადაიფიქრა
ნინო ნადირაძე - სააკაშვილისთვის რეანიმაციაში გადაყვანაზე უარი არ გვითქვამს, მზად ვართ ყველაფრისთვის, მაგრამ როდესაც ავუხსენით, რომ რეანიმაციაში ვერ შევა ადვოკატი, მნახველი, უცებ გადაიფიქრა

სააკაშვილისთვის რეანიმაციაში გადაყვანაზე უარი არ გვითქვამს. ნებისმიერი დარტყმა რომ ავიცილოთ, მზად ვართ ყველაფრისთვის, მაგრამ როდესაც ავუხსენით, რომ რეანიმაციაში ვერ შევა ადვოკატი, დედა, მნახველი, უცებ გადაიფიქრა, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ფსიქიკას ძალიან უფრთხილდება.

„ამბობდა, თუ რეანიმაციაში აღმოვჩნდები, მაშინ გადავისხამ. გინეკოლოგიაშიც კი მოვათავსებთ, ოღონდ ის მკურნალობაზე დაგვთანხმდეს. შესაბამისად, ჩვენ ამაზე უარი არ გვითქვამს, თუმცა ძალიან დიდი სპეკულაციები აგორდა ამასთან დაკავშირებით. მუდმივად არის საუბარი რეანიმაციაში გადაყვანაზე, გადამიყვანეთ რეანიმაციაში, გადამიყვანეთ რეანიმაციაში. ნებისმიერი დარტყმა რომ ავიცილოთ, ნებისმიერი ლანძღვა, მზად ვართ ყველაფრისთვის, მორჩილებაში ვართ. რომ იტყვიან, ჩვენც მასთან ერთად ვიხდით სასჯელს. როდესაც ავუხსენით, რომ რეანიმაციაში არის ისეთი წყობა, რომ იქ ვერ შევა ადვოკატი, დედა, მნახველი, უნდა შეხედოს მართლა, ჭეშმარიტად მძიმე პაციენტს, იქ მძიმე სურათია, უცებ გადაიფიქრა. არარეანიმაციული პაციენტისთვის რეანიმაციაში ყოფნა ფსიქოლოგიურად დამანგრეველია. მე მის ფსიქიკას ძალიან ვუფრთხილდები“, – განაცხადა ნადირაძემ.