ნინო ლომჯარია - ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ვინაიდან, ექიმების თქმით, შიმშილობის გაგრძელება მაღალი ალბათობით, ლეტალურ შედეგს გამოიწვევს
ნინო ლომჯარია - ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ვინაიდან, ექიმების თქმით, შიმშილობის გაგრძელება მაღალი ალბათობით, ლეტალურ შედეგს გამოიწვევს

მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ვინაიდან, ექიმების თქმით, შიმშილობის გაგრძელება ამ ეტაპზე მაღალი ალბათობით ლეტალურ შედეგს გამოიწვევს, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

„ხოლო ჯერი უკვე იქნება სტრასბურგის სასამართლოზე, რომელმაც უნდა შეაფასოს, შესთავაზა თუ არა სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება პაციენტს, რომელიც დათანხმდა სასამართლოს მოწოდებას შიმშილობის შეწყვეტაზე. ყველაფერი დაბრუნდება სტრასბურგის სასამართლოს შემოთავაზებული გადაწყვეტილების ჩარჩოებში…“ – წერს ნინო ლომჯარია.

აღნიშნული სტატუსი სახალხო დამცველმა მას შემდეგ დაწერა, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა შეთავაზება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში.