ნინო ლომჯარია - პრემიერ-მინისტრმა პრაქტიკულად უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა, ამას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან
ნინო ლომჯარია - პრემიერ-მინისტრმა პრაქტიკულად უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა, ამას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან

პრემიერმა პრაქტიკულად თქვა, რომ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, 5 ივლისს არ ყოფილიყო სათანადო რაოდენობით პოლიცია ორგანიზებული, არ შეეშალათ ხელი მოძალადეთა თარეშისა და თავდასხმებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა უმრავლესობის დიქტატურა გამოაცხადა.

„ვფიქრობ, პრემიერმა ძალიან ცალსახად და ნათლად დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით. პრაქტიკულად თქვა, რომ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, 5 ივლისს არ ყოფილიყო სათანადო რაოდენობით პოლიცია ორგანიზებული, არ შეეშალათ ხელი მოძალადეთა თარეშისა და თავდასხმებისთვის.

ეს დაადასტურა მან. ასევე, გვითხრა, რომ არამარტო ამ შემთხვევაში, არამედ სამომავლოდაც, რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს, ისე იქნება და შესაბამისად, უმცირესობების უფლებები არ იქნება დაცული. უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა პრაქტიკულად, ამას არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან. დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცულია ყველა ადამიანის უფლება, უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენელებისაც. უმრავლესობა არ წყვეტს, იქნება თუ არა დაცული უმცირესობის უფლებები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.