ნინო ლომჯარია ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას შემაშფოთებელს უწოდებს
ნინო ლომჯარია ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას შემაშფოთებელს უწოდებს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას შემაშფოთებელს უწოდებს.

ომბუდსმენის განცხადებით, ბრალდების მხარეს პატიმრობის შეფარდებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

„უკიდურესად შემაშფოთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. მე და ჩემი თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალს მიმდინარე პროცესს. ჩვენი დაკვირვებით, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას. იმედია, ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები ამ გადაწყვეტილებას შეცვლიან“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.