ნინო ლომჯარია - მთავარია, თავიდან ავირიდოთ დაპირისპირება და ძალადობა, იმედი მაქვს, აქციის ორგანიზატორები მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ვითარებას
ნინო ლომჯარია - მთავარია, თავიდან ავირიდოთ დაპირისპირება და ძალადობა, იმედი მაქვს, აქციის ორგანიზატორები მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ვითარებას

მთავარია, თავიდან ავირიდოთ დაპირისპირება და ძალადობა, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე, აქციაზე განუცხადა.

„ბოლო რამდენიმე დღეა, ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ არ მოხდეს ძალადობრივი დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებს შორის. იმედი მაქვს, რომ აქციის ორგანიზატორები მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ ვითარებას და მიეცემათ ახალგაზრდებს საშუალება, გააპროტესტონ. იმედი მაქვს, ძალიან მალე სიტუაცია დამშვიდდება და ვფიქრობ, მთავარია, თავიდან ავირიდოთ დაპირისპირება და ძალადობა. ძალიან მნიშვნელოვანია ახლა პოლიციის როლი. წეღანაც დაფიქსირდა ერთ-ერთი ძალადობრივი ინციდენტი კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან. იმედი მაქვს, ამ კონკრეტულ შემთხვევას ექნება ძალიან დროული რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. მოხდა ფიზიკური ანგარიშწორება ადამიანზე. იმედი მაქვს, სამინისტრო დაიწყებს ამ ფაქტზე გამოძიებას და დროულად მოხდება ყველა პირის გამოვლენა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.